Skip to content

დაცული:

აგვისტო 26, 2016

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

ჩემი ბებო 

აგვისტო 22, 2016

… გუშინ ვამბობდი ხვალიდან წერილები უნდა ვწერო კვლავთქო და აი დღევანდელი დღე კვლავ ისე სრულდება, არაფერი დამიწერია. წერილის წერა კი ჩემი დიდი ბებიის გახსენებამ მომანდომა ისევ… საოცარი ბებია მყავდა,მგონი ერთ-ერთ ბლოგში მცირე რამ მაქვს მასზე მოყოლილი… ახალგაზრდა დაქვრივდა და 2შვილს მარტო ზრდიდა :”დედაც მე ვიყავი და მამაც”,ცრემლიანი თვალებით ამბობდა. საოცარი სიყვარული ჰქონიათ,თუმცა ე.წ სიმსივნემ ხელიდან გამოსტაცა საყვარელი მეუღლე. ერთ ზაფხულს როცა რაჭაში ვისვენებდით მე და ჩემს დას პატარა ჩანთა გამოგვიტანა,გახსნა და 2წერილი ამოიღო,ეს ჩემი შალიკოს წერილებიაო გვითხრა და კითხვა დაიწყო…პატარა ბავშვივით უციმციმებდა თვალები, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს წერილი დღეს ჩაუვარდა ხელთ და პირველად კითხულობსთქო. წერილის კითხვა ჩაასრულა და სევდიანად გაგვიღიმა,ეჰ კარგი კაცი იყოვო თქვა და თავი ჩაღუნა… მაშინ ვთქვი,რომ მინდა მეც მომწერონ ასეთი ლამაზი წერილებითქო და გუშინ გამახსენდა რომ ჯერ-ჯერობით 4სიყვარულით სავსე წერილი მაქვს და ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს ეს სიყვარული გვერდით. რომ დავბერდები მინდა მე და გიომ ერთად წავუკითხოთ ჩვენს შვილიშვილებს ეს წერილები და არა კენტად..

მათი სურათი ოთახში ეკიდა.ბებია ძალიან ლამაზი ქალი იყო,ყოველგვარი გაზვიადების გარეშე და მეუღლეც არანაკლები…94წლის ასაკშიც ინარჩუნებდა სიკოხტავეს,მაგრამ სიკვდილმა უცებ წაგვართვა და გაიყოლა ყველას გული…10წელზე მეტია დაღუპულია,მაგრამ არ არსებობს ადამიანი ვისაც არ ახსოვს! ის იყო ქალი ლეგენდა!  მე მისი შვილთაშვილი ვარ და ვამაყობ რომ ნინა მაჩაიძე ჩემი ბებია იყო, ჩემი საამაყო ბებო,რომლის თვალებიც არასდროს დამავიწყდება!  სიყვარულით სავსე,სევდიანი თვალები…  💚 ზუსტად ვიცი,ხეითში ყველამ იცის როგორი საამაყო ქალი იყო…ორი საყვარელი ადამიანი წაართვა ღმერთმა და ის მაინც არ გატყდა… ყოველთვის მაგალითი იქნები,სტიმული!  💚 

იყავი ბედნიერი 💚

დეკემბერი 18, 2015

ძალიან ჩვეულებრივ,ოდესმე შეიძლება ყველა დაიღალოს… სიყვარულით არ უნდა დაიღალოთ,ღიმილით,ბედნიერებით არ უნდა დაიღალოთ… 💝
დაიღალეთ!
დაიღალეთ მოწყენილობით,უკმაყოფილ(ე)(ო)ბით…
მეტი პოზიტივი,მეტი სიყვარული… 💚 არ გენანებათ ასეთი ხანმოკლე ცხოვრება, უხასიათობით განვლოთ?  აუცილებელი არაა ყველაფერი გქონდეს,ბედნიერებისთვის მცირედიც კმარა…
ცუდად ნუ გაიგებთ,შეიძლება რაღაცას არასწორად ვამბობ,მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ ხვალ შეიძლება აღარ იყოთ…წარმოიდგინეთ! არ დაგენანათ დღეები როცა ვერ აფასებდით ბედნიერებას,არ გასცემდით სიყვარულს,ღიმილს? მე უკვე დამენანა…ჩემი წილიც და თქვენი წილიც! 
რატო ველოდებით მაინცდამაინც რაღაც უკიდურესს,რომ აღიაროთ, თქვათ :უფალო გმადლობ!
ასეთი გიჟი ვარ?
იქნებ მართლა ვაფრენ.. ღიმილი ჩემი სავიზიტო ბარათია,სიყვარული ჩემი ცხოვრების მეგზური,ბედნირება ბარბარე… 💚 💚
დატკბით ადამინებო,დაე აფრენდეთ თქვენც,არ გინდათ რა,არ გინდათ ეს ერთფეროვანი მოწყენილობა,გამუდმებით პრობლემებით სავსე ცხოვრება…ჩათვალეთ არ არსებობს არანაირი ნეგატიური რამ,შეეშვით მატერიალურს…
უბრალოდ იყავით ბედნიერი და ნახავთ ყველაფერი არც ისე რთულია…
ქვევრს რასაც ჩასძახებ,იმას ამოგძახებს…ასეა ცხოვრებაც… ☺ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ, ზემარტივად… 😄😄
აი ასე,მიყვარხართ ყველაა ყველა და ვაჩუქოთ ერთმანეთს მეტი ღიმილი,მეტი სიყვარული….  💚 💚 💚

სენტიმენტები

მარტი 29, 2015

გამიშვი….

დასრულდა ფერადი ზღაპარი,

არ მჯერა არცერთი სიტყვის….

გამიშვი…

არ მინდა ვგავდე მე იმ ქალებს,

რომელთაც გაუშრათ ბაგე…

ერთი ვარ გახსოვდეს,

არავის არ ვგავარ…

ვისწრაფვი,შენც იცი სად…

წარსულის აჩრდილს და მომავლის იმედებს,

იცი არასდროს გავცვლი…

არ გჯერა?

მომბეზრდა!

მისმინე…

გამიგებ…

გრძნობები აღარ მაქვს,არ

იცი,რომ მე შევძლებ წავიდე,გაგიშვა,

იცი ძლიერი ვარ…

შეეშვი ყველაფერს,

დავიწყე თავიდან,

შენ კი მაბრუნებ,სად!!!

ვებრძოდით სამყაროს,

ერთფეროვნებას

და ვგრძნობ,

მისი ნაწილი ხარ!

აღარ მაქვს გრძნობები,

დავცარიელდი…

დღეს მეც წარსულში ვარ…

14.03.2015

ჩემს შვილს

მარტი 10, 2015

სრული უკუნეთი…სიჩუმეს მხოლოდ შენი სუნთქვა არღვევს,რომელიც გაყინულ სხეულს მითბობს და გულამდე აღწევს…
ჩემო გოგონა,როცა გიყურებ აღარც დაღამება მსურს და აღარც გათენება….არც დღეების სვლა არ მინდა! მინდა გაჩერდეს ყველაფერი და უსასრულოდ ვარსებობდეთ…
ვფიქრობ და მეღიმება…
ადრე არასდროს მეშინოდა ცხოვრების…ახლა კი რა მხდალი გავხდი…მეშინია, რომ მალე გავა დრო და არ მეყოფა დრო მოგეფერო…წავალ და… არა, არ მინდა ვიფიქრო ამ უაზრობაზე…შენ ხო უკვდავება გიწოდე…შენ გამხადე უკვდავი…
დედას უკვდავებავ!
თვალებში გიყურებ და მთელ სამყაროს მანდ ვხედავ…ცხოვრების აზრს და მიზანს!  როგორ შეიძლება ვინმემ ურწმუნო ხარო მითხრას,როცა გიყურებ უფალს მადლობას ვეუბნები..იმ უფალს,რომელმაც ყოველი ჩემი თხოვნა ისმინა…შენ უკვე ქრისტიანი ხარ,მაგრამ გაიზრდები და უკეთ გაგაცნობ მას…
ღმერთო გმადლობ,რომ გამხადე ღირსი ამ უდიდესი ბედნიერების!
მომიტევე…
ვმკრეხელობ…
ჩემს გოგოს ვაღმერთებ…
ბარბარე ჩემი სიწმინდეა!  💚

დამსხვრეული სარკე , ანუ კაცობრიობა მესიის გარეშე

თებერვალი 17, 2015

ახლა , როცა ქაღალდის ჯვარცმა მიპყრია ხელთ და სულს აღარ მიხუთავს შენი არსებობა შემიძლია გავაანალიზო , რა მოხდა და სადამდე მივედი(თ).
მე კარგად მახსოვს შენი ცხედარი_მტვერსა და სისხლში გადღაბნილი…ზიზღით აღსავსე თვალები ირგვლივ, რომ გივლიდნენ და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ…
…მერე მზეც ჩავიდა და შენც გაქრი,როგორ მინდოდა იქამდე მეცქირა შენი გვამისთვის,სანამ ძვლებად არ იქცეოდი…როგორც შემდგომ თქვეს,ვიღაცას დაუნახავს ზეცად როგორ ამაღლდი , თითქოს მეც შევნიშნე მზის დისკოზე გაწოლილი მუქი ლაქა…მაგრამ ეს ალბათ კიდევ ერთი დრამაა შენი ბნელი ფანტაზიით ნაკარნახევი და ფრთაშესხმული. მხსნელად არასდროს გისახავდი , პირიქით , ზოგჯერ ეშმაკს უფრო ვხედავდი შენში…
… ისე მომბეზრდა !
უკიდურესი ბოროტება რასაც სჩადიოდი , შენივე სიტყვები იყო. ვაღიარებ , თავდაპირველად მხიბლავდი , არამიწიერი სითბოთი და სიყვარულით მავსებდი. მიხაროდა , რომ სხვებს არ ჰგავდი და ერთადერთი ინდივიდი იყავი ვინც ასე ძლიერ განმიცადა და საკუთარ არსებაში მაცოცხლებდა , როგორც ყველაზე წმინდასა და სათუთს.
  შენ ლეპრა და გეენა ხარ ! _ სამყაროს შეცდომა! მე მინდოდა ყოველი დღე მარტივად დამეწყო და დამემთავრებინა!_დამღალე ! უცხო და არაბუნებრივად წრფელი გრძნობებით შემბოჭე , ამაოდ ცდილობდი ჩაგენერგა შენი ავადმყოფური არსებობის გამამართლებელი აზრები. მე მუდამ დაგცინოდი. მადლობელი უნდა იყო , ასე რომ მიღირდა “შენი უკვდავება…!შენი მირიადი წამი!…” არ გაგთქვი , არ გაგყიდე , მაგრამ პიროვნულმა ამბიციამ გოლგოთას გაგიყვანა.
შენ ! ვინც მხოლოდ ფერებს აღიქვამდი , ვინც თითოეულ ადამიანს საკუთარი სპექსტრი დაუდგინე , ბოლოს ძაღლივით დაგახრჩეს მტვრიან ქუჩაში , საინტერესოა უკანასკნელად , რომელი ფერები ჩაგრჩა , ალბათ თეთრი და შავი , ანდა წითელი , თვალებში მომდგარი სისხლის ფერი.
   შენ სხვას არ ჰგავდი , გაცდი ადამიანურ აღქმის საზღვრებს. ცხოვრებაც გაირთულე და მეც დამთრგუნე. საზოგადოება შენნაირებით იკვებება . საკუთარი თავი თავად ამხილე . გაქრა შენი იდეები და იდეალები . დაიკარგა სიყვარულის სისპეტაკე ; ან კი ვის სჭირდებოდა ? იქ სადაც ველური ძალა ბატონობს , შენი განცდები უძლურია , სიტყვები არ ქმნიან დროს ! არც ადამიანების შეცვლა შეუძლიათ !
  რა დარჩა შენი უსუსური სიცოცხლისგან ?
….ქაღალდის ჯვარცმა , რომელიც მეორე დღეს ვიპოვე სისხლის გუბეში.
ცდგავარ ახლა, დაორთქლილ ფანჯარასთან , ქინძისთავებით ვჩხვლეტ მესიის სხეულს და ზიზღით ვტკბები.
შენ არ ჰგავდი სხვას და ამის გამო სახე აგაგლიჯეს , საკუთარ პიროვნებაში ჩაგახრჩეს და ამით სულიერი სიმშვიდე მოიპოვეს…
ამ სამყაროში სუსტების ადგილი არ არის.
…ბედნიერი ვარ! ვარსებობ…მშვიდად,მოგონებათა სიძულვილში . ვინ დაივანებს ახლა შენს სულს ?

* * * *

დეკემბერი 5, 2014

ყველა ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში მართლაც თავის ადგილი უკავია . . . უმიზეზოდ არავინ გამოჩნდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში , მთავარია დაკვირვება ვინ როდის მოდის. . .
ბედისწერაა . . .
მაშინ როცა ვფიქრობთ დასასრული დადგა , რაღაც ახალი იწყება . . .
ზუსტად მაშინ როცა ვფიქრობთ გვატკინეს და ჩვენთვის ყველაფერი მორჩა , უფალი გვეხმარება ტკივილებს ვძლიოთ . . .
თუ სუსტი ხარ და გამუდმებულად წარსულს მისტირი ცხოვრებას ვერასდროს აიწყობ . . . ვისაც სჭირდები ის არაფრით არ დაგთმობს და არც წარსულში დაგტოვებს , არ გატკენს , არ გატირებს , ზიანს არ მოგაყენებს ! ამიტომ სისულელეა თავის დამტკიცება იმაში თითქოს სხვა გზა არ ჰქონდა უბრალოდ !

ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს . . . : ))
თუმცა ჩემთვის ეს დროა შესანიშნავი , რადგან ბედნიერი ვარ ! ❤
არსებობს ადამიანი ვინც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის , მხოლოდ იმისთვის , რომ ჩემს ღიმილს ხედავდეს . . . საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოჩნდა და არასდროს დამტოვა ჩემი დაჟინებული ნათქვამი: “შემეშვი”-ს შემდეგაც კი . . . ❤

თითქოს ყველას გვესმის რა არის სიყვარული , მაგრამ მისი შენარჩუნება და დაცვა ვერ გვისწავლია . . . ფიცსაც კი ისე ივიწყებთ თითქოს , ღმერთი თქვენნაირი სულელი მოკვდავი იყოს . . . ! ))) ღმერთს მაინც დაანებეთ თავი , თქვენნაირი სულელები გაიმეტეთ ყალბი სიტყვებისთვის !! ; )))
მე . . . ❤
შენ . . . ❤
და ჩვენნნნ . . . . . ❤

პოეტესას ბლოგი...

როდესაც ისწავლი, რომ თავად უნდა მოიპოვო ადამიანთა სიყვარული და პატივისცემა, აღარასოდეს დაელოდები შეუძლებელს და შესაბამისად, იმედიც აღარ გაგიცრუვდება.

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო

%d bloggers like this: