ჩემი ბებო 


… გუშინ ვამბობდი ხვალიდან წერილები უნდა ვწერო კვლავთქო და აი დღევანდელი დღე კვლავ ისე სრულდება, არაფერი დამიწერია. წერილის წერა კი ჩემი დიდი ბებიის გახსენებამ მომანდომა ისევ… საოცარი ბებია მყავდა,მგონი ერთ-ერთ ბლოგში მცირე რამ მაქვს მასზე მოყოლილი… ახალგაზრდა დაქვრივდა და 2შვილს მარტო ზრდიდა :”დედაც მე ვიყავი და მამაც”,ცრემლიანი თვალებით ამბობდა. საოცარი სიყვარული ჰქონიათ,თუმცა ე.წ სიმსივნემ ხელიდან გამოსტაცა საყვარელი მეუღლე. ერთ ზაფხულს როცა რაჭაში ვისვენებდით მე და ჩემს დას პატარა ჩანთა გამოგვიტანა,გახსნა და 2წერილი ამოიღო,ეს ჩემი შალიკოს წერილებიაო გვითხრა და კითხვა დაიწყო…პატარა ბავშვივით უციმციმებდა თვალები, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს წერილი დღეს ჩაუვარდა ხელთ და პირველად კითხულობსთქო. წერილის კითხვა ჩაასრულა და სევდიანად გაგვიღიმა,ეჰ კარგი კაცი იყოვო თქვა და თავი ჩაღუნა… მაშინ ვთქვი,რომ მინდა მეც მომწერონ ასეთი ლამაზი წერილებითქო და გუშინ გამახსენდა რომ ჯერ-ჯერობით 4სიყვარულით სავსე წერილი მაქვს და ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს ეს სიყვარული გვერდით. რომ დავბერდები მინდა მე და გიომ ერთად წავუკითხოთ ჩვენს შვილიშვილებს ეს წერილები და არა კენტად..

მათი სურათი ოთახში ეკიდა.ბებია ძალიან ლამაზი ქალი იყო,ყოველგვარი გაზვიადების გარეშე და მეუღლეც არანაკლები…94წლის ასაკშიც ინარჩუნებდა სიკოხტავეს,მაგრამ სიკვდილმა უცებ წაგვართვა და გაიყოლა ყველას გული…10წელზე მეტია დაღუპულია,მაგრამ არ არსებობს ადამიანი ვისაც არ ახსოვს! ის იყო ქალი ლეგენდა!  მე მისი შვილთაშვილი ვარ და ვამაყობ რომ ნინა მაჩაიძე ჩემი ბებია იყო, ჩემი საამაყო ბებო,რომლის თვალებიც არასდროს დამავიწყდება!  სიყვარულით სავსე,სევდიანი თვალები…  💚 ზუსტად ვიცი,ხეითში ყველამ იცის როგორი საამაყო ქალი იყო…ორი საყვარელი ადამიანი წაართვა ღმერთმა და ის მაინც არ გატყდა… ყოველთვის მაგალითი იქნები,სტიმული!  💚 


დატოვე კომენტარი